ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად იყიდა
ილონ მასკმა Twitter 44 მილიარდ დოლარად იყიდა. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მიღებულია და Twitter-ის მასკის მფლობელობაში გადასვლის პროცესი, სავარაუდოდ, სამიდან ექვს თვემდე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, Twitter კერძო კომპანია გახდება და მისი ამჟამინდელი აქციონერები ერთი აქციის სანაცვლოდ 54,2 დოლარს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მასკმა რამდენიმე კვირის წინ Twitter-ის 9,2%-იანი წილი შეიძინა, კომპანიის მთავარი აქციონერი გახდა და დაეთანხმა პირობას, რომ საკუთარ აქციებს 14,9%- ზე მეტად არ გაზრდიდა. ამის სანაცვლოდ, მას კომპანიის ბორდში ადგილი შესთავაზეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მასკმა უარი განაცხადა, შეერთებულიყო კომპანიის ბორდს, რამაც გააჩნინა ვარაუდები, რომ ის კომპანიაში საკუთარი აქციების რაოდენობას გაზრდიდა. მოგვიანებით მასკმა Twitter-ის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა.
მასკის ამბობს, რომ კომპანიის გაუმჯობესებას ახალი პროდუქტების დამატებით, სანდოობის გაზრდითა სხვა არაერთი სიახლის საშუალებით აპირებს. მისივე განცხადებით, პლატფორმას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი მასკის მიერ კომპანიის შესყიდვას მიესალმება. "მასკი Twitter-თვის ერთადერთი გამოსავალია" — ამბობს ის.
Tesla-ის ინვესტორი, როს გერბერტი ამბობს, რომ ახლა მასკი იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა. სოციალური ქსელების გიგანტი კომპანიის შეძენის შემდეგ ილონ მასკის ძალაუფლება მართლაც კიდევ უფრო იზრდება.
როგორც ცნობილია, მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. Bloomberg-ის მიხედვით, მისი ქონება 257 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის ბოლო მონაცემებით კი, ილონ მასკი 242,8 მილიარდ დოლარს ფლობს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები