STEPN-ისა და მისი ბოტასების შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ. საქართველოს დიდი ნაწილი ახალი კრიპტო პროექტით ძალიან სწრაფად დაინტერესდა და ეს ყველაფერი გუგლის სტატისტიკაშიც აისახა.

STEPN ერთგვარი ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც Solana-ს ბლოკჩეინზე აიგო. აპლიკაცია სიარულში, ძუნძულში ან სირბილში გარკვეული რაოდენობის კოინებს გვირიცხავს. მომხმარებელს დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის ენერგია ეძლევა და ამ ენერგიის გახარჯვით კრიპტო გამომუშავდება.

როგორც Google Trends-იდან ვიგებთ, STEPN ყველაზე პოპულარული საქართველოშია და მთელი ინტერნეტის მასშტაბით მას ყველაზე ხშირად სწორედ ჩვენგან ეძებენ.

Google Trends-ის სტატისტიკის შეწონილი ქულით, პირველ ადგილზე 100-ით საქართველო მოხვდა, მეორე ადგილზე ჩინეთია 35 ქულით, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ნამვდილად განსაცვიფრებელი ამბავია. მესამე ადგილზე იაპონიაა, ხუთეულში დარჩენილ დანარჩენ ადგილებს კი ჰონგ-კონგი და ყაზახეთი ინაწილებენ.