ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტისგან, დონალდ ტუსკისგან წერილი მიიღო, რომლითაც მაისის ბოლოს როტერდამში მათ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ.

"არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია. არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის. მიხეილ სააკაშვილი", — წერს ის.

5 მაისს EPP-მა ქართულ ოცნებას სააკაშვილის შესაბამის კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.