ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ცნობით, ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკას სკოლაზე ოკუპანტების ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს.

"ნანგრევებიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან შვიდი დაშავდა. სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე ადამიანი დაიღუპა. ეს არის "რუსული სამყაროს" ნამდვილი სისასტიკე", — წერს ის ტელეგრამზე.

ოკუპანეტებმა სკოლა გუშინ დაბომბეს. გაიდაი წერდა რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბელოგოროვკა, სოფელი ლისიჩანსკის მახლობლად, ცხელ წერტილად იქცა. ლუგანსკის რეგიონალური წარმომადგენლის განცხადებით, სკოლაში თავს 90 ადამიანი აფარებდა.