აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. როგორც CNN წერს, ის უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას უჟგოროდში შეხვდა. ეს ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკას პირველი გამოჩენაა საჯაროდ.

"მინდოდა, დედის დღეს ჩავსულიყავი. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი იყო, რათა უკრაინელი ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ბრუტალურია. აშშ-ის მოსახლეობა უკრაინის ხალხთან ერთად დგას", — განაცხადა მან.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში