Doctor Who-ს ახალი ვარსკვლავი უკვე დასახელდა და ცნობილი გახდა, რომ პოპულარული შოუს ახალ სეზონში მთავარ როლს შუტი გატვა შეასრულებს. გატვა პირველი შავკანიანი კაცი მსახიობია, რომელიც ამ სამეცნიერო-ფანტასტიკურ შოუში მთავარ როლზე დაამტკიცეს.

29 წლის შუტი გატვა რუანდაში დაიბადა და მაყურებელმა ის ნეტფლიქსის შოუდან, სახელად Sex Education გაიცნო. როგორც მსახიობი ამბობს, Doctor Who-ში მთავარი როლის მიღება მისთვის ძალიან დიდი პატივია.

ფოტო: Netflix

"ეს შოუ ჩემთვის და მსოფლიოს მრავალი მაყურებლისთვის ძალიან ბევრ ნიშნავს. მთავარი როლის შესრულებას კი უამრავი ნიჭიერი მსახიობი გაუმკლავდა, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. Doctor Who-ში მთავარი როლის შესრულება ჩემთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, ცოტათი ვღელავ კიდეც. მე შევეცდები, რომ ჩემი წინამორბედების მსგავსად, ამ როლისთვის მაქსიმალური გავაკეთო", — ამბობს გატვა.

შეგახსენებთ, რომ შუტი გატვა Sex Education-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში 2020 წელს BAFTA-ს გამარჯვებული გახდა.