თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება. თუმცა, უნივერისტეტი ამბობს, რომ სწავლის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტები მიიღებენ.

თსუ-ის განცხადებით, გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი კი მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის დაიშვება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

თსუ-ის სტუდენტები სწავლის აუდიტორიაში დაწყებას აპროტესტებენ და სემესტრის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ამ დროით ბინის დაქირავება არ შეუძლიათ და სამსახურის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ.

დღეს განათლების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს. მათი თქმით, თსუ-მ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა.

გაიგე მეტი: