მარიუპოლის მცველი უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა აზოვსტალიდან სამხედროების გასაყვანად სახმარებას ილონ მასკს სთხოვს. ის მასკს მოუწოდებს მესამე ქვეყანაში გადასვლაში დაეხმაროს.

"ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოდიხარ, რათა ხალხს ასწავლო შეუძლებელის სჯეროდეს. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი", — წერს ის.

აზოვსტალში მყოფი სამხედროები დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ. მზად არიან დატოვონ ტერიტორია და მსოფლიოს რამდენჯერმე მოუწოდეს გაიყვანონ მე-3 ქვეყნის ტერიტორიაზე.