ოჯახის წევრების ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხანაში ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. როგორც ტატო ბიგვავას მამა მთავარ არხთან ინტერვიუში აცხადებს, შვილთან ბოლო კონტაქტი 8 მაისს ჰქონდა, მეორე დღეს კი აცნობეს, რომ ის დაბომბვისას დაიღუპა.

"8 მაისს მქონდა ბოლო კავშირი, დაახლოებით დღის 2 საათი იყო. მომწერა ნორმალურად ვარო. მას შემდეგ გაწყდა კავშირი. მეორე დღეს მაცნობეს, რომ დავალებიდან დაბრუნებულები იყვნენ და ისვენებდნენ, ჩამოყარეს 3-ტონიანი ბომბები და იქ მოყვა ჩემი შვილი იქ დაიღუპა.

[...] რომ მიდიოდა, საქართველოს დროშა თან წაიღო. ამბობდა, მე საქართველოს ვიცავ და უკრაინასაც ერთდროულადო", — აცხადებს ბადრი ბიგვავა მთავარ არხთან.