ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა. მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

"რა თქმა უნდა. NATO-ს მორიგი გაფართოება ჩვენს კონტინენტს სტაბილურსა და უსაფრთხოს არ ხდის", — განაცხადა მან.

დღეს ფინეთის პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს. ერთობლივ განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე და პრემიერმინისტრი, სანა მარინი არნიშნავენ, რომ NATO-ში გაწევრიანება ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს, როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს.

26 აპრილს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადების გაკეთებას მაისში გეგმავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

20 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ასეთი ნაბიჯების შედეგები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.