ალასანიამ ვივამედში სააკაშვილი მოინახულა — ამბობს, რომ საშინელი სისუსტე აქვს
გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი ვივამედში მოინახულა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ძალიან სუსტადაა. ალასანია ამბობს, რომ მან ორი დღის სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ინახულება, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა უფრო მძიმეა.
"2 საათი გავატარე, ჯანმრთელობის მდგომარეობას მთლიანად მე, რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ. 2 დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო, თვალშისაცემად. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა უბრალოდ, რომ შევხედე, თეთრი იყო. სიარული ძალიან უჭირდა დღეს. ვიფიქრე, შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენც ხომ არ გვეძინა ღამე და იქნებ, ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მითხრა, არა, მეძინაო, არ ვიცი. რატომღაც, სიარულითაც, აი, ძლივს დადის. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო, მითხრა. ერთი სიტყვით, საშინელი სისუსტე აქვს", — განაცხადა მან.
ალასანიას თქმით, სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის და ექსპრეზიდენტს ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. სააკაშვილის დედა, ასევე, ამბობს, რომ კლინიკის პერსონალით კმაყოფილია.
"ჩაუტარდა ანალიზები, პასუხები მე არ ვიცი, შეიძლება არც იყო ჯერ. უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა. იმიტომ, რომ ეს გამოკვლევები, ანალიზები და დაკვირვება არ იქნება საკმარისი, მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა", — დასძენს ის.
გუშინ, 11 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვივამედში გადაჰყავდათ. შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ. ამასთან, სხვადასხვა მედიის კადრებში ჩანდა, რომ ტერიტორიაზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებული. On.ge პენიტენციურ სამსახურთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობდნენ.
10 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, შესთავაზებდნენ, რომ გადაიყვანონ კლინიკა ვივამედში, სადაც მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ამავე დღეს სააკაშვილმა კლინიკაში გადასაყვანად რამდენიმე პირობა დაასახელა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები