უკრაინის ცნობით, კუნძულ ზმეინთან რუსული სამხედრო გემი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ცეცხლი გემ ვსევოლოდ ბობროვზეა.

ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ბრაჩუკის ცნობით, ახლა, სავარაუდოდ, გემი ზმეინიდან სევასტოპოლისკენ მიჰყავთ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში