უკრაინის მე-2, მე-3 და მე-5 პრეზიდენტები, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო მსოფლიო ლიდერებს აზოვსტალში დარჩენილი ხალხის გადარჩენას სთხოვენ. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც პოროშენკომ გამოაქვეყნა.

"ჩვენ მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, ევროკავშირის წევრებს, ამერიკასა და კანადას, ჩინეთს, თურქეთს და სხვა ქვეყნებს, ასევე, გაეროს. გთხოვთ, ყველა არსებულ დიპლომატიურ რესურსს, რათა დაეხმაროთ უკრაინის ხელისუფლებას გადაარჩინონ მშვიდობიანი მოქალაქეები და უკრაინელი ჯარისკაცები აზოვსტალის ტერიტორიაზე, რომელთა გადანგურებასაც რუსეთი, პუტინის ბრძანებით ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს", — აღნიშნულია წერილში.

ყოფილი პრეზიდენტების განცხადებით, მსგავსი სისასტიკე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია. ისინი აღნიშნავენ, რომ მარიუპოლი უკვე თითქმის მთლიანად განადგურდა რუსეთის არმიის მიერ, რომელიც დანაშაულების კვალის დამალვას ცდილობს. მათი თქმით, ეს აღარ არის თანასწორი და უთანასწორო ბრძოლა, არამედ სისხლიანი შურისძიება და ხოცვა-ჟლეტა მათი, ვინც ალყის მიუხედავად, რუსეთის დამარცხება შეძლო.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში