აზოვის ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ასრულებენ და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას აზოვის ბატალიონი ტელეგრამზე ავრცელებს.

"მარიუპოლის დამცველებმა შეასრულეს ბრძანება, უამრავი სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მტრის ძალებს და უკრაინული ჯარისთვის შესაძლებელი გახადეს, რომ გადაჯგუფებულიყვნენ, გადაემზადებინათ მეტი პერსონალი და მიეღოთ დიდი რაოდენობით იარაღი პარტნიორი ქვეყნებისგან.

არცერთი იარაღი არ იმუშავებს პროფესიონალურად გადამზადებული სამხედრო პერსონალის გარეშე, რომელიც არმიის ყველაზე ძვირფასი ელემენტია. სიცოცხლეების გადარჩენის მიზნით, მარიუპოლის გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს", — აცხადებს ის.

ამასთან, როგორც Reuters წერს, მათი ინფორმაციით, აზოვსტალი რამდენიმე ათეულმა ავტობუსმა დატოვა, თუმცა მედიის განცხადებით, ვერ მოახერხეს დაედგინათ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსებში.

16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში