უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება — ზელენსკი აზოვსტალიდან გაყვანილ სამხედროებზე
"უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება", — ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზოვსტალიდან მარიუპოლის მცველების გაყვანას. დღეს გენერალურმა შტაბმა 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება ტყვეების გაცვლით მოხდება.
როგორც უკრაინული მედია, უკრაინსკა პრავდა წერს, ზელენსკი 274 სამხედროს გაყვანაზე საუბრობს და ამბობს, რომ 53 მძიმედ დაჭრილი ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო 221 ოლენევკაში. უკრაინული მხარის ცნობით, გრძელდება დარჩენილი სამხედროების გადარჩენის ღონისძიებები.
"რთული დღე იყო, თუმცა ეს დღე, როგორც სხვები, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვისკენ არის მიმართული. უკრაინული სამხედროების წყალობით — შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მოლაპარაკების გუნდის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, ჩვენი ბიჭები გადარჩებიან.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხალი სჭირდება. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს", — განაცხადა მან.
დღეს აზოვის ბატალიონის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ასრულებდნენ და ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა მოგვიანებით Reuters-მა დაწერა, რომ მათი ინფორმაციით, აზოვსტალი რამდენიმე ათეულმა ავტობუსმა დატოვა, სადაც, სავარაუდოდ, სამხედროები იმყოფებოდნენ.
16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები