2017 წელს საელჩოების განცხადებებმაც მისცა გვარამიას საშუალება, რამდენიმე მილიონით გაეძარცვა რუსთავი 2 — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცახდებით, 2017 წელს რუსთავი 2-ის საქმეზე საელჩოების განცხადებებმა ნიკა გვარამიას შესაძლებლობა მისცა, რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა არხი. ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
"ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და ზუსტად იგივე განცხადებებმა, მათ შორის ეს იყო საელჩოების განცხადებებიც, მისცა გვარამიას საშუალება, რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა რუსთავი 2. დღესაც გვაქვს იგივე სახეზე, რა დგას ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა", — ამბობს ის.
კობახიძის თქმით, არ იცის რა შეიძლება იდგეს აშშ-ის საელჩოს განცხადების უკან და იმედს იტოვებს, რომ ის "არასწორად არის ინფორმირებული". თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ამჯერად საელჩოს განცხადება ნაციონალურ მოძრაობას არ დაუკავშირა და თქვა, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს იმის ილუზია, რომ ენმ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ნაცმოძრაობა ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ და ვერ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია, შეფასებაში ჩვენ ვერ შევალთ. ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ", — ამბობს ის.
კობახიძის თქმით, "კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი" და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კრიტიკული განცხადებები კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმაა.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, მისი ეს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ აშშ-ის საელჩო ხელს აფარებს კრიმინალს, რაზეც მან უპასუხა, რომ არ სჭირდება ჩაკითხვები და "კრიმინალ გენერალურ დირექტორს" მიხედონ.
გუშინ, 16 მაისს სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.
საქართველოში აშშ-ის საელჩო განაცხადა, რომ ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები