2021 წელს უმუშევრობის დონე ბოლო ოთხი წლის მაქსიმალურ ნიშნულამდე გაიზარდა

ფოტო: Emil Kalibradov / Unsplash
2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20,6% შეადგინა, რაც 2018 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებლია. საქსტატის ინფორმაციით, 2020-2021 წლებში უმუშევრობის დონე 2,1 პროცენტული პოუნქტით არის გაზრდილი.

ფოტო: საქსტატი
სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 316,2 ათასი უმუშევარი ცხოვრობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ერთ წელში უმუშევართა რიცხვი 34,3 ათასი ადამიანით არის გაზრდილი.
როგორც კვლევა აჩვენებს, 2021 წელს ქვეყანაში 1 217 417 დასაქმებული ადამიანი იყო. დასაქმებულთა რიცხვი წლიურად 24 407 ადამიანით არის შემცირებული.
2021 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,2%-ს შეადგენდა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.
2021 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
- დაქირავებული — 829,4 ათასი ადამიანი;
- თვითდასაქმებული — 387,1 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში არსებული სამუშაო ძალას 1 533 613 ადამიანი შეადგენდა — ეს მაჩვენებელი წლიურად 9 900 ადამიანით არის გაზრდილი.
2021 წელს უმუშევრობის დონემ კაცებში 22,7%, ხოლო ქალებში 17,8% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.
საქსტატის კვლევის მიხედვით, უმუშევართა დონის ცვლილება 2021 წელს 2020 წელთან შედარებით რეგიონებში ასეთი იყო:
- თბილისი — გაიზარდა 3,7%-ით;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — შემცირდა 1,9%-ით;
- მცხეთა-მთიანეთი — შემცირდა 3,6%-ით;
- გურია — გაიზარდა 1,7%-ით;
- სამცხე-ჯავახეთი — გაიზარდა 3,5%-ით;
- იმერეთი — გაიზარდა 3,4%-ით;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — შემცირდა 0,2%-ით;
- აჭარა — გაიზარდა 0,5%-ით;
- ქვემო ქართლი — გაიზარდა 3%-ით;
- შიდა ქართლი — გაიზარდა 3,7%-ით;
- კახეთი — შემცირდა 1,7%-ით;
სტატისტიკის მიხედვით, უმშევრობა ყველაზე მაღალი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებშია. უფრო კონკრეტულად, 15-19 წლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 52,2% უმუშევარია, ხოლო 20-24 წლის ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე 41%-ს აღწევს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები