თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

შემთხვევა 21 მაისს მოხდა. კაცი ადგილზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლით დაიწყო.