საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათელა თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, საკითხს შესაბამისი კომიტეტები უახლოეს დღეებში განიხილავენ. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

"დღეს ეს ინსტიტუცია ახალი გლობალური გამოწვევების და სიახლეების წინაშე დგას. ვფიქრობ, ჩემი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკის საფუძვლიანი ცოდნა დამეხმარება, რომ დადებითი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში, რომელსაც აქვს სწორი და მოქნილი პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა", — ამბობს ნათია თურნავა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის 18 აპრილს, მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობის დროს დაინიშნა და ამ თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა. მან ქართული ოცნების პირობებში სამ პრემიერმინისტრთან — მამუკა ბახტაძესთან, გიორგი გახარიასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან — იმუშავა. თურუნავამ მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს დატოვა.