თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის საჭირო პირობები დაასახელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის თანახმად, "თურქეთი ელოდება კონკრეტულ გარანტიებს შვედეთისგან, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს".

თურქეთის საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატი ხაზს უსვამს, რომ 2017 წლიდან ითხოვენ თურქეთის მუშათა პარტიის (PKK), დემოკრატიული კავშირის პარტიის (PYD) და FETO-ს ტერორისტების ექსტრადირებას შვედეთიდან, მაგრამ ჯერ დადებითი პასუხი არ მიუღიათ. განცხადებაში ხაზგასმულია ტერორისტული ორგანიზაციებისთვის "პოლიტიკური მხარდაჭერის შეწყვეტის" აუცილებლობაც.

თურქეთი ითხოვს "ტერორიზმის დაფინანსების წყაროს" აღმოფხვას და აცხადებს, რომ შვედეთის მთავრობა $367 მილიონით დაეხმარა PKK-სა და PYD-ს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთის უსაფრთხოებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის მთავრობამ მიაწოდა სამხედრო აღჭურვილობა, განსაკუთრებით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და დრონები, PKK/PYD-ს, რომელიც NATO-მ ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა და ისინი დააკავეს თურქეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციების დროს.

ამასთანავე, თურქეთი ითხოვს შვედეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და იარაღის ემბარგოს მოხსნას, რომელიც შვედეთმა სირიაში 2019 წელს ჩატარებული ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის შემდეგ დააწესა. თურქეთის ამბობს, რომ ეს ოპერაცია საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენონ. როგორც Reuters წერს, პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ თურქეთს არ აქვს პოზიტიური შეხედულებები ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე: