26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის — აშშ-ის საელჩო
აშშ-ს საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩო წერს, რომ 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. მათი თქმით, საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.
"საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.
სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" — წერს აშშ-ს საელჩო.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც 3 წლის შემდეგ წითელი არმია დაესხა თავს და ოკუპაცია მოახდინა.
რუსეთის 70-წლიანი ბატონობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა.
დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, პარტნიორები კი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები