უკრაინა 14 000-მდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინა 14 000-მდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს. ლონდონში ვიზიტისას მან თქვა, რომ ყოველდღიურად ამ რიცხვს 100-დან 200-მდე ახალი შემთხვევა ემატება.
"დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 14 000 საქმე ომის დანაშაულზე და დაახლოებით 6 000, რაც მასთან კავშირშია. ეს იმას ნიშნავს, რომ რომ შემთხვევების დიდი რიცხვი გვაქვს და ყოველდღიურად ემატება — 100, 200 შემთხვევა, გააჩნია დღეს", — თქვა მან.
ვენედიქტოვა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში 1 000-ზე მეტი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები განადგურდა. აღნიშნა, რომ დანაშაულების დიდი ნაწილი მოქალაქეების მკვლელობას, მაროდიორობასა და გაუპატიურებას შეეხება.
გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ პროკურორის ოფისმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან გენოციდის სამხილების ძიებაც დაიწყო. ვენედიქტოვა ამბობს, რომ რთული იქნება გენოციდის გამოძიება რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ უკრაინაში გენოციდია. რატომ? იმიტომ, რომ ისინი, ვგულისხმობ, რუსი სამხედროები და რუსეთის უმაღლესი მეთაურები მოვიდნენ, რათა გაანადგურონ უკრაინის სახელმწიფო, მოეკლათ ყველა უკრაინელი. მათ სურთ, ეს მიწა რუსეთის ფედერაციის ნაწილი იყოს", — თქვა მან.
ვენედიქტოვას თქმით, ომის დანაშაულების გასამართლებას უკრაინის სასჯელაღსრულების ორგანოები უნდა გაუძღვნენ, თუმცა თქვა ისიც, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთის გენერლების და მაღალჩინოსნების გასამართლებაში, მათ შორის, პუტინის გასამართლებაშიც.
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის დიდი თევზი, საერთაშორისო სამართლიანობის თევზი", — თქვა ვენედიქტოვამ.
პირველ რუს სამხედროს, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები