ცნობილი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტო: Getty Images
მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიოტა ძილში გარდაიცვალა, როცა დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მსახიობი ქვეყანაში ფილმ Dangerous Waters-ის გადაღებებზე იყო.
ლიოტას უამრავ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მსახიობმა მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი როლები Goodfellas-სა და Field of Dreams-ში შეასრულა. ლიოტას სიკვდილს Goodfellas-ის რეჟისორი, მარტინ სკორსეზე უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ამბით "შოკირებული და განადგურებულია".

ფოტო: Getty Images
შეგახსენებთ, რომ ლიოტა ფილმისთვის Something Wild 1986 წელს ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. მან კიდევ ერთი ცნობილი როლი Unlawful Entry-ში შეასრულა კურტ რასელთან ერთად, ხოლო რობერტ დე ნიროსთან ერთად ფილმ Cop Land-ში მიიღო მონაწილეობა. ლიოტა 1998 წელს ფრენკ სინატრას როლის შესრულებისთვის ფილმში The Rat Pack ნომინირებული იყო SAG Award-ზეც.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებისას ლიოტა თავის საცოლე ჯეისი ნიტოლოსთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც დომინიკის რესპუბლიკაში ფილმის გადაღებებზე მასთან ერთად იყვნენ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები