ზაალ უდუმაშვილი მედიაში ბრუნდება. ამის შესახებ მან ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლის ხაზზე რჩება, თუმცა დისლოკაციის ადგილს იცვლის.

"მე ვთვლი და მგონი, მარტო არ ვარ ამაში, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში.

ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს", — განაცხადა მან.

უდუმაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ვერ დააკონკრეტებს, რომელ მედიაში იქნება, რადგან "გარკვეულ წესებს იცავს", თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი მალე გახდება ცნობილი.