ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციები რუსულ ნავთობს ნაწილობრივ შეეხება.

საერთაშორისო მედიებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები შეეხო რუსეთის უმსხვილეს ბანკ Sberbank-ს, რომელიც SWIFT-იდან გაითიშება.

მედიებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტს და დაჟინებით მოითხოვდა პატრიარქ კირილის სანქცირებული პირების სიიდან ამოღებას. სწორედ ამიტომ, მე-6 პაკეტი წევრმა ქვეყნებმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც სანქცირებულთა სიიდან კირილის ამოღებაზე შეთანხმდნენ.

ლაიენმა ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობას მადლობა გადაუხადა პუტინისა და კრემლის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი ძლიერი პაკეტის შეთანხმებისთვის.