პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება, ასეთ დროს უმრავლესობის მხრიდან ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც დაუფიქრებელი და არასაჭიროა. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრების განცხადებები ევროპარლამენტარებსა და ევროპაზე ცოტა გაუგებარია.

"ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა. ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში, გვესმის უფრო პარტიის კუთხით უმრავლესობიდან ისეთი განცახდებები, რომლებიც ალბათ დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს.

თქვენ ახლა მეკითხებით რა არ გავაკეთეთ, თუ რა გავაკეთეთ. ამდროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება მომავალ კვირას რა იქნება პირველი შეფასება კომისიის და შემდგომ ალბთ ივნისის ბოლოს ევრუპული საბჭოს და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია", — თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, სიტყვიერად შესაძლოა ბევრი რამე დაშავდეს და საქართველოს რიტორიკა ძალიან მძიმება. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო მედიების კრიტიკულ სტატიებს ხელისუფლება უნდა პასუხობდეს და განმარტავდეს, რომ ის, რაც ზოგჯერ წერია არასწორია.