საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზეა. მაისში წლიური ინფლაცია 13,3%-ს გაუტოლდა.

მიმდინარე წლის მაისში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა. სურსათის ჯგუფში ფასები 22%-ით, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში 20%-ით გაიზარდა.

ასეთია იმ 15 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც მაისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 297,3%-ით;
  2. კიტრი — გაძვირდა 110,3%-ით;
  3. ყურძენი — გაძვირდა 72,4%-ით;
  4. ქლიავი — გაძვირდა 69,6%-ით;
  5. კარტოფილი — გაძვირდა 67,3%-ით;
  6. მარგარინი — გაძვირდა 58,2%-ით;
  7. სიმინდის ფქვილი — გაძვირდა 56,4%-ით;
  8. ბადრიჯანი — გაძვირდა 52,9%-ით;
  9. დიზელის საწვავი — გაძვირდა 49,4%-ით;
  10. წიწაკა — გაძვირდა 48%-ით;
  11. პომიდორი — გაძვირდა 40,2%-ით;
  12. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი — გაძვირდა 39,5%-ით;
  13. წიწიბურა — გაძვირდა 37,5%-ით;
  14. საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა — გაძვირდა 36,9%-ით;
  15. ელექტროყავადანი — გაძვირდა 36,2%-ით.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.