უკრაინის უმაღლესი რადას განცხადებით ომის 103 დღეში რუსეთმა მედიის 32 წარმომადგენელი მოკლა. როგორც ისინი წერენ, ჟურნალისტების დღე უკრაინაში განსხვავებულად იგრძნობა. მათი თქმით, ეს სიამაყისა და მწუხარების დღეა.

"ომის პირველივე დღეებიდან და ჩვენს მიწაზე პუტინის ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, უკრაინელი ჟურნალისტები გაბედულად ებრძვიან აგრესორს საინფორმაციო ფრონტზე — მუშაობენ ცხელ წერტილებში, როგორც სამხედრო კორესპონდენტები და ფოტოგრაფები", — წერს რადა.

რადა მადლობას უხდის ჟურნალისტებს, რომ აგრძელებენ საკუთარი საქმის კეთებას თავშესაფრებიდან, სანგრებიდან და ცხელი წერტილებიდან.