POLITICO-ს ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტის განახლების სანაცვლოდ, აშშ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ დათანხმდება. მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები და კანონმდებლები სკეპტიკურად უყურებენ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად მოქმედებს.

გამოცემა მიუთითებს, რომ ბოლო დროს კრემლში გაკეთებული კომენტარები თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მოსკოვზე სანქციებს შეამცირებს, უკრაინის პორტებს განბლოკავენ. როგორც POLITICO-ს ოფიციალურმა წყარომ განუცხდა, აშშ არ დასთანხმდება არანაირ შეთანხმებას, რაც კრემლზე ეკონომიკურ ზეწოლას მოხსნის.

მედიის ცნობით, ამჟამად მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე საუბარი რუსეთთან გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს, ასევე, ცალკე მოლაპარაკებები აქვს თურქეთს. მათი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება, ამ მოლაპარაკებებს აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან.

25 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ისაუბრა, რომ რუსეთი ახლა უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, მსოფლიოს სანქციების მოხსნის მოთხოვნით აშანტაჟებს. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელიც შესაძლოა, ფიქრობდეს ამას დათანხმდეს, ჯერ მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები უნდა მოინახულოს და მათ მშობლებს ესაუბროს.