მთავრობამ პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოაგდენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობა ითხოვს განმარტებას ინტიტუციებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე.
"მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე, განამტკიცებს, არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს, კონსტიტუცია საქართველო პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე, ქვეყნის საშიანო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმოამდგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზაშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა", — განაცხადა მან.
15 მარტს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
"გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება", — ეწერა განცხადებაში.
25 მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ზურაბიშვილის მხრიდან "კონსტიტუცია არაერთგზის დაირღვა" და სურთ, ეს ტენდენცია შეაჩერონ. კობახიძე ამბობდა, რომ პრეზიდენტს აქვს გარკვეული სურვილი, ჩაერთოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, ამისთვის კი მას მთავრობის თანხმობა სჭირდება.
ნეგატიური ტენდენციად აფასებდა კობახიძე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს ელჩებთან დაკავშირებითაც და ამბობდა, რომ პრეზიდენტი სიმბოლურად უნდა აფორმებდეს მთავრობის დანიშნულ ელჩებს, ის კი ამაზე უარს ამბობს. ქართული ოცნება პრეზიდენტს მოუწოდებდა, "ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი". მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული "შეცდომებისა და გადაცდომებისგან".
29 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოაქვეყნა განცხადება, სადან ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, "რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია", იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები