ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 319 796 უცხოური ვიზიტი განხორცილდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მონაცემს 205,3%-ით აღემატება.

უცხოური ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოირჩება პანდემიამდელ მონაცემებს. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აპრილში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, უცხოური ვიზიტების რიცხვი 48,3%-ით არის შემცირებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც მაისში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

  1. თურქეთი — 60 184 ვიზიტი;
  2. რუსეთი — 51 561 ვიზიტი;
  3. სომხეთი — 42 606 ვიზიტი;
  4. საქართველო (არარეზიდენტი) — 24 682 ვიზიტი;
  5. ისრაელი — 18 986 ვიზიტი;
  6. უკრაინა — 15 005 ვიზიტი;
  7. აზერბაიჯანი — 12 634 ვიზიტი;
  8. ყაზახეთი — 10 965 ვიზიტი;
  9. ბელარუსი — 9 780 ვიზიტი;
  10. საუდის არაბეთი — 8 559 ვიზიტი;
  11. ინდოეთი — 7 452 ვიზიტი;
  12. ირანი — 7 356 ვიზიტი;
  13. უზბეკეთი — 5 281 ვიზიტი;
  14. გერმანია — 3 674 ვიზიტი;
  15. პოლონეთი — 3 388 ვიზიტი.

ამჟამად ცნობილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აპრილის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მეოთხე თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 188,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

აპრილში მიღებული ტურისტული შემოსავლები $138,73 მილიონით (377%) აღემატება 2021 წლის იმავე თვის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ უცხოული ტურისტების მიერ აპრილში დახარჯული თანხის მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება ($78,6 მილიონით) 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს.