"დავაი დაახვიეთ", — ასე მიმართა დღეს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისინი შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია და მათ რამდენჯერმე უწოდა "ჭორიკნები".

ადგილობრივი გამოცემა ბათუმელების ცნობით, კითხვა, რომელმაც ერთ-ერთი რიჟვაძე გააღიზიანა, ბათუმში დაკავებულ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს ეხებოდა. მედიის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, გიორგი კირთაძემ რიჟვაძეს უთხრა, რომ არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც რიჟვაძეს ოზთურქი დაუპირისპირდა.

მედია წერს, რომ რიჟვაძემ მას ჯერ "კორექტულობისკენ" მოუწოდა, შემდეგ კი უთხრა, რომ "ხელის აწევით დღეს ერთმანეთს თქვენ ელაპარაკებით".

"ხელის აწევით ესაუბრებოდა ლევან ვარშალომიძე [ოზთურქს], როცა 2010 წელს შემოიყვანა. მიგაფარებ მაგას სახეზე მალე… ხელის აწევით ერთმანეთს თქვენ ელაპარაკეთ, კითხვა დასვი".

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ანგარიშის წარდგენა იყო. სხდომა მთელი დღის განმავლობაში კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.