"ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ" — ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში სალომე სამადაშვილს. ზარქუას გამოსვლამდე სამადაშვილმა "ოცნება" გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ტყუილები მათი ხელწერაა.

"მე ვერ ვხვდები რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე?! რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა. ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20% შეიწირა, სადაც შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს დედებს შავები ჩააცვა, შენ იმდენი ვერ მოგიხერხებია, საქნცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან", — თქვა მან.

მას შედმეგ, რაც სამადაშვილი ზარქუას გამოეპასუხა, "ოცნების" დეპუტატმა მიმართა, "ნუ ჭიჭინებ, მაცადე ერთი". მან სამადაშვილს უთხრა, რომ არაფერი სასახელო არ გაუკეთებია 2008 წელს და კვლავ გაიმეორა, რომ ის "ხელმოცარული დიპლომატია".