ვიკითხოთ ერთად — სერია, რომელიც ყველაზე პატარა მკითხველებს ამბის მთხრობელად აქცევს
ყველა ბავშვს უყვარს სიტყვა ერთად, რადგან ეს რაღაც საინტერესოს დასაწყისს ნიშნავს.
- "ნამცხვარი ხომ არ გამოგვეცხო ერთად?"
- "საყიდლებზე ხომ არ წავსულიყავით ერთად?"
- "წიგნი ხომ არ წაგვეკითხა ერთად?"
კი, კი, კი! ასეთ შეკითხვებზე პასუხი, როგორც წესი, ყოველთვის დადებითია. ზოგჯერ აქტივობას არც აქვს მნიშვნელობა; პატარებისთვის მთავარია, აკეთონ ის, რასაც დიდები აკეთებენ — თანაც, მათთან ერთად.
ისეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის, როგორიც ერთად კითხვაა, სულაკაურის გამომცემლობამ სულ ცოტა ხნის წინ წიგნების ახალი სერია ვიკითხოთ ერთად დაიწყო. ეს ფერადი და ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული გამოცემები 2 წლიდან ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დიახ, სწორად გაიგეთ — პატარებს მათი წაკითხვა 2 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
საქმე ისაა, რომ წიგნების ტექსტები საგანგებოდ ისეა შედგენილი, რომ პატარებმა კითხვის პროცესში თავიანთი და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. მშობელი ან მასწავლებელი თუ სიტყვებს კითხულობს, ბავშვები სიმბოლოებს ამოიცნობენ და წარმატებული ტანდემიც შედგება.
ამ გამოცემების მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ კითხვის უჩვეულო გამოცდილებით ბავშვებს წიგნის ინტერესს უღვივებს. როცა უფროსი პატარას წიგნს უკითხავს, მისთვის ეს საინტერესოც შეიძლება იყოს, მაგრამ ზოგჯერ ადვილად იწყენს და თვალები ელულება ხოლმე. თუმცა, როცა იგი პროცესში აქტიურად იქნება ჩართული, ეცოდინება, რომ მისი დახმარების გარეშე ამ საქმეს თავს ვერ გაართმევენ.
ამასთან, სერიის წიგნები ბავშვებს კოგნიტიურ უნარებსაც განუვითარებს, რადგან თითოეულ ტექსტს დასაწყისშივე ერთვის ერთგვარი ლექსიკონი, რომლის გამოყენებასაც პატარები ადვილად ისწავლიან.
სერია ვიკითხოთ ერთად ამ დროისთვის 4 წიგნს აერთიანებს, თუმცა, ცხადია, სამომავლოდ მათი რაოდენობა გაიზრდება. მანამდე კი, ბავშვებს და უფროსებს უკვე შეუძლიათ ერთად წაიკითხონ ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები, იგავ-არაკები და სხვა სახალისო ამბები.
მხიარული ამბები — 2 წლიდან
ეს წიგნი ყველაზე პატარა მკითხველებისთვისაა განკუთვნილი — 2 წლის ასაკიდან. მასში სამი ისტორიაა გაერთიანებული და ბავშვებიც სხვადასხვა პერსონაჟს გაიცნობენ. მაგალითად, ონავარ ცეროდენებს — კალეს და ოლის. თუ ძალიან მოინდომებენ, პატარები ნახატზე ძილისგუდა პიტსაც იპოვნიან. მეორე ზღაპარში მკითხველები სოფელს ესტუმრებიან, მერე კი შრიალა ხის ბინადრებსაც გაიცნობენ. მოკლედ, აქ ყველაფერია, რამაც პატარა შეიძლება დააინტერესოს და გააოცოს კიდეც — ბავშვები, რომლებსაც მათნაირად "დატვირთული" დღე აქვთ, ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ისე იქცევიან, როგორც შეეფერებათ და, რაც მთავარია, ისტორიები, რომელთა გაცოცხლებისთვისაც ახალბედა მკითხველების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია!
ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის — 3 წლიდან
ეს წიგნი, რომელიც უკვე იქცა ბესტსელერად, შვიდ ზღაპარს აერთიანებს. სამი გოჭიდან წითელქუდამდე — პატარები ალბათ პირველად გაეცნობიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჯადოსნურ ისტორიებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უფროსის მოყოლილი ან წაკითხული ზღაპრისგან განსხვავებით, ეს გამოცემები ბავშვებს ამბის თანამონაწილედაც აგრძნობინებს თავს.
იგავ-არაკები — 4 წლიდან
ზოგიერთ პატარას ცნობილი ქართული ანიმაცია — სოფლის მაშენებლები — უკვე ნანახი ექნება და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება, როცა აღმოაჩენს, რომ ეს მულტფილმი თურმე ერთ ცნობილ ქართულ იგავს ეფუძნება. წიგნში ეზოპესა და სულხან-საბა ორბელიანის ექვსი იგავ-არაკია გაერთიანებული; ცხადია, ისინი ბავშვებისთვის გასაგები ფორმითაა წარმოდგენილი. არსის გაგებას კი ისინი მარტივად, უფროსის დახმარების გარეშეც შეძლებენ.
ქართული ზღაპრები ცხოველებზე — 5 წლიდან
ეს წიგნი 5 წლიდან ასაკის მკითხველებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ, სერიაში ალბათ ყველაზე "რთული" ლექსიკონი აქვს: ნივთების გარდა, აქ უკვე პერსონაჟებსაც ვხვდებით — მათ შორის, წიქარას, ხელმწიფეს, დედაბერს და სხვა. გამოცემაში ოთხი ქართული ხალხური ზღაპრის წაკითხვას შეძლებთ. ტექსტი სხვა გამოცემებთან შედარებით ოდნავ უფრო მოზრდილია, ამიტომ, თუკი წინასასკოლოდ ანბანის წამეცადინებასაც მოიწადინებს პატარა მკითხველი, ამას ადვილად შეძლებს.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს ყველაფერი არაა — სერიას სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო გამოცემა შეემატება. წიგნი რომ საუკეთესო საჩუქარია, ეს ბევრმა უფროსმა მკითხველმა იცის; თუმცა, ამ სერიის დახმარებით, რომელიც პატარებმა უკვე გაიცნეს და შეიყვარეს, ბავშვები დარწმუნდებიან, რომ ჯადოსნურ ამბებში მონაწილეობა თავადაც შეუძლიათ — მხოლოდ წიგნის გადაშლით.
სერიის ვიკითხოთ ერთად პირველი გამოცემების შეძენა უკვე შეგიძლიათ, როგორც სულაკაურის წიგნის მაღაზიებში, ასევე გამომცემლობის ვებგვერდზე.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები