ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ დაკარგა თავისი ტემპი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას და ოპოზიციას, რომ დღევანდელი დებატები ბოლო გაფრთხილებად მიიღონ.

"საქართველო რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში მან დაკარგა თავისი ტემპი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ როგორც ბოლო გამოსაფხიზლებელი მოწოდება. შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყეთ ერთობლივი მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოსთვის. თქვენთვის ჩვენი კარი ჯერ კიდევ ღიაა და ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი მოელის", — ამბობს ის.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხვალ, 9 ივნისს კი რეზოლუციას მიიღებენ.

ამავე თემაზე: