ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, აუცილებელია შესაბამისი რეფორმების გატარება დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, რათა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიის უკუსვლა.

საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, სანქციები დაუწესდეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მისი დესტრუქციული როლისთვის საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები, არ გავდგებით გვერდზე, როდესაც მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და დემოკრატია უკან მიდის, რაც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება", — თქვა მან.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხვალ, 9 ივნისს კი რეზოლუციას მიიღებენ.

ამავე თემაზე: