მინდა ვუთხრა კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას — ვატო წერეთელი
"მინდა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას", — ასე ეხმაურება TV პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს.
"ეს სიბიძნურე, რასაც შენ შვები, არ გაგივა. 5 ივლისი და მედიაგარემო, ეს არის თქვენი განაჩენი, თქვენი და ბიძინა ივანიშვილის განაჩენი", — განაცხადა მან.
დღეს, 9 ივნისს კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე რეზოლუციის მიღების შემდეგ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი, თქვა, რომ დოკუმენტში ბევრი "ფაქტობრივი ტყუილი და უზუსტობაა". ერთ-ერთ მაგალითად კი მან ტექსტში ლექსო ლაშქარავაზე არსებული ჩანაწერი მოიხმო.
"რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი", — თქვა კობახიძემ.
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.
ინფორმაციის გავრცელებას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი მოჰყვა. კობახიძემ ევროპარლამენტარებს ე.წ ფეიკის მსხვერპლები უწოდა. ასევე, თქვა, რომ რეზოლუციაში არაერთი "ფაქტობრივი უზუსტობა და ტყუილია".
კობახიძემ დოკუმენტის შინაარსიც გააკრიტიკა, ივანიშვილის "მიღწევები" ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ "რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს, ჩალის ფასი აქვს". მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის "კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს".
კობახიძის განცხადებას უკვე მოჰყვა კრიტიკაც. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ძალიან სუსტია არგუმენტი, რომ ევროპარლამენტარები ფეიკ ნიუსების მსხვერპლი არიან.
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
კომენტარები