პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ არა და არასდროს, არავის არ იწყალებს. ცოტახნის წინ ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ არ სჯერა, სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი.

"არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!", — დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ზე.

ზურაბიშვილის განცხადებით, არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში — არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. მან აღნიშნა, რომ ამისთვის ბრუნდება საქართველოში, რათა დავიცვას ეს მომავალი.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლებელი იყო ზურაბიშვილს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეწყანებინა.