მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებულ ქალაქში 1 300 კორპუსი დაანგრია, ცხედების ამოსვენების გარეშე. მერის თქმით, იმის გამო, რომ შენობების დანგრევა განურჩევლად განხორციელდა, მარიუპოლის მაცხოვრებლების ცხედრები, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ, ბეტონის ნანგრევებთან ერთად ნაგავსაყრელზეა გატანილი.

"დანგრეული სახლების ნანგრევების ქვეშ მყოფი ცხედრების რეალური რაოდენობა საშინელია. თითქმის ყველა დანგრეული სახლის ქვეშ დაიღუპა 50-დან 100-მდე ადამიანი, ხოლო მარიუპოლში 1 300 მაღალსართულიანი შენობა განადგურდა", — თქვა ბოიჩენკომ.

როგორც ბოიჩენკო აცხადებს, მარიუპოლში დარჩენილმა მოქალაქეებმა, უთხრეს, რომ თავდაპირველად, ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლები ჩართო ნანგრევების დემონტაჟში. CNN წერს, რომ მარიუპოლის მერი აღნიშნავს, რომ როდესაც ოკუპანტემბა ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილი ცხედრების რეალური რაოდენობა ნახეს, მათ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ადგილობრივი მოსახლეობა იმ ტერიტორიებიდან.

9 მაისს უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ამბობდა, რომ სავარაუდოდ მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია დაღუპული, თუმცა მან აღნიშნა, რომ ციფრები გაცილებით მეტია.