ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

"[რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა და ზელენსკის ამის მოსმენა არ სურდა, არამხოლოდ მას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა", — თქვა მან.

ბაიდენის თქმით, ბევრი ფიქრობდა, რომ ის აჭარბებდა, როდესაც რუსეთის შეჭრის შესახებ საუბრობდა.