კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა და ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. მისი თქმით, ევროპარლამენტში სამასიოდე ევროპელია, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილს კარგი საქმეები არ გაუკეთებია.

"აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მთავარი არხის ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა", — ამბობს ის.

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ ევროპარლამენტი არანაირ გადაწყვეტლებას არ იღებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.