უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის შეჭრის დღიდან 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის დანაკარგი რამდენჯერმე მეტია.

რუსეთის ხელისუფლებას არ უთქვამს ოფიციალური მონაცემები ომში ზარალის შესახებ 25 მარტის შემდეგ, როდესაც მათ განაცხადეს, რომ დაიღუპა 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 32 050 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.