უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროპას სარგებელს მოუტანს. მისი თქმით, მთავარია, გადაილახოს სტერეოტიპები და შიშები, რომელიც არსებობს.

"ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მთელ ევროპას მხოლოდ სარგებელს მოუტანს. ე ეს არის მოგება ყველასთვის. თქვენ მხოლოდ უნდა გადალახოთ სტერეოტიპები და შიშები. ჩვენ ამაში აქტიურად ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. გადამწყვეტი მომენტი ახლოსაა", — წერს კულება.

მისი თქმით, ევროპაში ახლა ისმის არგუმენტები იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაშიდაც იყო შიში, თუმცა არაფერი მომხდარა.

"თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, ასე არ მოხდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, ასეთი არაფერი მომხდარა", — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. 11 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას უთხრა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.