Amnesty International ხარკოვში ომის დანაშაულის მორიგ შემთხვევაზე საუბრობს

ფოტო: (Metin Aktas/Anadolu Agency/CNN
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Amnesty International-ის განცხადებით, ოკუპანტებმა ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური მასალა გამოიყენეს.
რა ხდება: ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ საცხოვრებელ სახლებს უპილოტო რაკეტები და საარტილერიო ჭურვებიც ესროლეს.
- გამოიყენეს PTM-1S ტიპის ნაღმიც — დაიღუპა და დაშავდა ასობით ადამიანი.
- "ადამიანები დახოცეს საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებზე და სასაფლაობეზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომისას და საკვებისა და მედიკამენტების ყიდვისას", — თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2010 წლის გაეროს კონვენციით, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია.
- საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ომის დანაშაულია.
აქამდე, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ომის დანაშაული არაერთხელ ჩაიდინა. მათ შორის, ყველაზე გახმაურებული მარიუპოლსა და ბუჩაში.
- 31 მაისის მონაცემებით, უკრაინა ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 14 000-ზე მეტ საქმეს იძიებს.
- 8 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში "მწამებელთა წიგნი" ამოქმედდება, რომელშიც ომის დამნაშაულები იქნება დოკუმენტირებული.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები