რა შანსები აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ევროკავშირმა სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნები დაისვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, რაც დასტურდება კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერით. ამ ეტაპზე სტატუსის ვერმიღება ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხიეთ.
- 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოები ვალდებულები არიან, მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მაშინ, როცა პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ჩვენ მოლდოვასა და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, საერთაშორისო მედიებში განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება.
POLITICO წერს, რომ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას, მინიმუმ, სამი ქვეყანა კვლავ ეწინააღმდეგება, თუმცა ანონიმური წყაროს ცნობით, მხარდამჭერები აანალიზებენ, რომ საკითხის ნებისმიერი შეფერხება უკრაინისთვის ღრმად დემორალიზება იქნება.
- "კომისიას არ დავიწყებია, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ხალხი დაიღუპა იმის გამო, რომ ქუჩაში ევროკავშირის დროშას ატარებდნენ. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია მათ ვუთხრათ: "ბოდიში, ხალხო, არასწორ დროშას აფრიალებდით".
- მედიის წყარო მიუთითებს, რომ კომისიაში ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას, სადაც ახლა მტკიცედ პროევროპული მთავრობაა.
რაც შეეხება საქართველოს, სტატიაში აღნიშნულია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნაკლებად დარწმუნებულები არიან.
- მედია წერს, რომ საქართველომ ბოლო წლებში ფართო პოლიტიკური არეულობა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლა განიცადა.
DW-ს ჟურნალისტის ცნობით, შიდა დოკუმენტში, რომელიც ექსკლუზიურად მედიისთვის მოიპოვა, საქართველოს მიმართ მყარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
- "ევროკომისიამ, შეიძლება, განასხვავოს მოლდოვა/უკრაინა და საქართველო, სადაც კანდიდატის სტატუსი მხოლოდ პირველ ორს მიენიჭება".
რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის ინფორმაციით, ევროკომისიაში დებატებიდან ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს პირობებით უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, ხოლო საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია.
- "უკრაინა და მოლდოვა, ასე თუ ისე, სწორი მიმართულებით მიდიან, ხოლო საქართველო არასწორი გზით. ეს კარგად იციან ევროკავშირში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, სადაც უკმაყოფილოები არიან საქართველოთი".
- "თუმცა თუ პირობითი სტატუსის მინიჭება მაინც მოხდება, ევროკომისიას ექნება ძალიან მკაცრი მითითებები, ხელისუფლებას მოუწევს რეფორმების ჩატარება", — განაცხადა მან მთავარ არხთან საუბრისას.
მანამდე საქართველოს თავში ჩაეცა ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, სადაც მედია გარემოს აფასებენ და მთავრობის დამოკიდებულებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ.
- ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება;
- რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს.
იმავე დღეს გავრცელდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების განცხადება, სადაც სტატუსთან დაკავშირებით საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები.
- "მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი";
- "იმუშავეთ საქართველოსთვის ამავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების აღსასრულებლად".
პასუხად მმართველი გუნდი არ მოერიდა მრავალჯერ გაკრიტიკებული ევროპარლამენტარების ტყუილში დადანაშაულებას.
- ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტი ე.წ ფეიკის მსხვერპლი გახდა, ხოლო რეზოლუციაში არაერთი "ფაქტობრივი უზუსტობა და ტყუილია";
- ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას "ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.
ახლა ყველა საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც, სავარაუდოდ, 24 ივნისს გახდება ცნობილი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები