ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავასა და მელიქიშვილის კვეთამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იზღუდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შეზღუდვების გამო სრულად იცვლება გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც.

  • მოძრაობის ახალი სქემა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

ვარაზისხევი: სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით.

  • ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით;
  • ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელია, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას მიმართულებით.

კოსტავაზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

  • თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება კოსტავადან ნიკოლაძის ქუჩაზე შეეძლებათ;
  • ნიკოლაძიდან ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კვლავ კოსტავაზე მოხვდებიან.

რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩების გავლით.

  • კოსტავადან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ჭოველიძეზე, ასევე, გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

  • ვარაზისხევზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან ამსვლელი პანდუსის გამოყენებით.

გაიგე მეტი: როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მელიქიშვილის რეაბილიტაციის დროს