ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავასა და მელიქიშვილის კვეთამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იზღუდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შეზღუდვების გამო სრულად იცვლება გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც.

  • მოძრაობის ახალი სქემა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ. კერძოდ:

  • მიკროავტობუსი #540 და ავტობუსები #301, #345, #359, #388, #397.

ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. კერძოდ:

  • ავტობუსები #307, #311, #354 და მიკროავტობუსები #466, #468.

ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მობრუნდებიან. კერძოდ:

  • მიკროავტობუსი #512 და ავტობუსები #351, #387.

საბურთალოს მხრიდან და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. კერძოდ:

  • საბურთალოდან ავტობუსები #310, #314, #326, #342, #352, #358, #391. მიკროავტობუსები #472, #532.
  • თამარ მეფიდან ავტობუსები: #306, #331, #337, #378, ასევე, მიკროავტობუსი #541

ასევე, საბურთალოდან მოძრავი ავტობუსები #351 და #385, მიკროავტობუსი #512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები #307, #311, #354 და მიკროავტობუსები #466, #468:

  • ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გმირთა მოედანზე არსებული პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე მოხვდებიან და შემდეგ უკვე არსებული სქემით გადაადგილდებიან. კერძოდ:

  • ავტობუსები #301, #345, #359, #388 და მიკროავტობუსი #540.

გაიგე მეტი: რეაბილიტაციის დროს მელიქიშვილზე ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება — როგორ