საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერმინისტრი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავლენ. CNN-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ელისეის სასახლემ დაადასტურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 24 თებერვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინას ეწვევიან.

  • ომის დაწყებიდან დღემდე, არაერთი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა კიევში, შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ასე დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა.

არქივიდან: დღემდე ხშირად ისმებოდა კითხვა, აპირებდნენ თუ არა ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები უკრაინაში ჩასვლას.

  • 6 მაისს ზელენსკიმ შოლცს მოუწოდა, რუსეთის "გამარჯვების დღეს" კიევში ჩასულიყო, თუმცა ეს მოწვევა გერმანიის კანცლერს არ მიუღია.