ქართული ოცნება აღარ აპირებს, ევროკავშირს "ფარდა ახადოს"

მმართველმა პარტიამ ევროკავშირისთვის "ფარდის ახდა" გადაიფიქრა. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატო არის მნიშვნელოვანი: EU-სთვის "ფარდის ახდით" პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციამდე რამდენიმე დღით ადრე იმუქრებოდა.
- "თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის".
კობახიძემ თქვა, რომ ასე იმ შემთხვევაში მოიქცეოდნენ, თუ ევროკავშირი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას არ აღიარებდა.
- "ეს არის შეჯერებული პოზიცია ჩვენს გუნდში, ამაზე გვქონდა მსჯელობა".
- "როდესაც ევროკავშირი შენკენ დგამს ნაბიჯებს, იქ რაღაც უხერხულობების გამოტანა არ არის მიზანშეწონილი".
როგორია ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებასა და პოტენციალს, რასაც მოლდოვა-უკრაინა და მის აპლიკაციას აქვს ძალა.
- თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, შეიმუშაოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის.
- "ამიტომ ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მიეცეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დავბრუნდეთ, რათა შევაფასოთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენად აკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები