კობახიძე ივანიშვილს ფილანთროპად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ევროკომისია ოლიგარქებში სააკაშვილსა და კეზერაშვილს გულისხმობს

ფოტო: ქართული ოცნება
ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ მმართველ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს ევროკომისიის დასკვნაში ნახსენებ დეოლიგარქიზაციაზე ჰკითხეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს მიმართ ევროკომისიის მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამას ეხება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვის გულისხმობენ.
- მანამდე, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხებოდა.
რა თქვა კობახიძემ: მას მიაჩნია, რომ ევროკომისია მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს გულისხმობდა და ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, ფილანთროპი და ქველმოქმედია.
- "რა თქმა უნდა, ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი".
როგორია ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებასა და პოტენციალს, რასაც მოლდოვა-უკრაინა და მის აპლიკაციას აქვს ძალა.
- თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, შეიმუშაოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის.
- "ამიტომ ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მიეცეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დავბრუნდეთ, რათა შევაფასოთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენად აკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები